1.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის .
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
1.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის .
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანს უნდა ჰქონდეს 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი.
3.სანაპირო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი.
4.პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მოთხოვნათა თანახმად, მიიღოს 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას საზღვაო პრაქტიკის ფარგლებში გემზე გავლილი აქვს სპეციალური წვრთნა, რომელიც მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერითაა დადასტურებული (არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი შეესაბამება კონვენციის IV თავის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადიოწესების თანახმად, სათანადო რადიოვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით; დ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწისათვის დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს სანაპირო ნაოსნობის განსახორციელებლად; ე) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
5.სანაპირო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 20 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სავახტო თანაშემწის რანგში; გ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს სანაპირო ნაოსნობის განსახორციელებლად; დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
6.თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ გემის განზომილებები და მისი ნაოსნობის პირობები ისეთია, რომ მათ მიმართ STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით და ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გამოყენება არარაციონალური და არაპრაქტიკული იქნება, მას უფლება აქვს, გაათავისუფლოს ასეთ გემზე მომსახურე ან ასეთი კლასის გემზე მომსახურე სავახტო თანაშემწე ან კაპიტანი ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, იმავე აკვატორიაში მცურავი ყველა გემის უსაფრთხოების გათვალისწინებით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
The amendments this article has been through
The criteria for recognizing prior experience towards officer qualifications on smaller vessels is revised to specify the required length of sea service or work in a ship's engine room.
amending act №4609440Clarifies certification requirements for international voyages on vessels under 500 GT.
amending act №2586679Describe your situation — we'll help you find the right specialist.