1.500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
1.500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც მოიცავს დამტკიცებულ საზღვაო პრაქტიკას, შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/1 ნაწილის მოთხოვნებს და დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან არსებობს სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მას აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს ასრულებდა სავახტო მოვალეობებს კაპიტნის ან კვალიფიციური ოფიცრის ზედამხედველობით არანაკლებ 6-თვიან პერიოდში; დ) იგი აკმაყოფილებს კონვენციის IV თავის მოთხოვნებს სათანადო რადიოვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რადიოწესების შესაბამისად; ე) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/1 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს; ვ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
The amendments this article has been through
Defines competency requirements for watchkeeping officers on vessels of 500 GT or greater.
amending act №2586679Describe your situation — we'll help you find the right specialist.