Consolidation №101 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს: ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას; ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში; ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას.
2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …
For information only — not legal advice.
3. (ამოღებულია - 07.03.2014, №2093) .
4. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.
5. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის: ა) სახელი, რომელიც მიეთითება საარჩევნო ბიულეტენში. ეს სახელი უნდა შეესატყვისებოდეს პარტიის წესდებაში აღნიშნულ სახელწოდებას ან/და მის შემოკლებულ დასახელებას. ამასთანავე, განცხადებაში პარტიის სახელი შეიძლება აღინიშნოს ისე, რომ პარტიის წესდებაში აღნიშნული სახელწოდებიდან ან/და მისი შემოკლებული დასახელებიდან ამოღებულ იქნეს ცალკეული სიტყვები, აბრევიატურები ან/და სასვენი ნიშნები სხვა სიტყვების, აბრევიატურების ან/და სასვენი ნიშნების დამატების გარეშე. სახელი, რომლითაც პარტია დარეგისტრირდა, საარჩევნო ბიულეტენში უცვლელად მიეთითება; ბ) ხელმძღვანელი პირის/პირების გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერის ნიმუში; გ) წარმომადგენლის/წარმომადგენლების გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პოლიტიკური პარტიის სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პოლიტიკური პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ დასახელებას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, პოლიტიკურ პარტიას არა აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება); ბ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.
7. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის წარმომადგენელს განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესწორებული განცხადება და საბუთები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მათი წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 37-ე დღისა.
10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
11. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
12. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
13. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
14. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
15. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
16. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
17. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
18. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
19. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
20. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
21. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) ;
22. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის რიგითობის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის ორგანული კანონი №4715 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6854 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6855 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.