Article 164. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
1. თუ პროპორციული წესით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.
2. (ამოღებულია - 21.07.2018, №3266) .
3. პროპორციული წესით არჩეული თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე ვალდებულია ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობა განაცხადოს თბილისის საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ.. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.
4. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, შუალედური არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება.
