1.საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30 დღისა და არაუგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებულია: ა) კენჭისყრის თარიღი და დრო; ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები; გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში; დ) საარჩევნო უბნის ნომერი; ე) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ვ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი. 1 1 . ამ მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის ბარათის ამომრჩევლისთვის გადაცემის კონკრეტული ვადა, აგრეთვე ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის ნომრისა და სხვა რეკვიზიტების შესახებ ინფორმაციის ამომრჩევლისთვის მიწოდების წესი განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.
Article 35. ამომრჩევლის ბარათი
Consolidation №101 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
Topics:Human Rights Law
