Article 56. (ამოღებულია)
საქართველოს 2013 წლის 27 ივლისის ორგანული კანონი №877 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 57. ანგარიში საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ 1. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი ანტიკორუფციულ ბიუროს არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით წარუდგენს შესაბამის ფინანსურ ანგარიშს.
2. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს.
3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია მეორე ტურის ჩატარების დღემდე 3 დღით ადრე ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდეგ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში.
4. საარჩევნო სუბიექტი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ანტიკორუფციულ ბიუროს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს. აუდიტის ჩატარების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი 10 000 ლარს არ აღემატება, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში აუდიტორული დასკვნის გარეშე წარადგინოს.
5. თუ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მიიღებს ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ის ანტიკორუფციულმა ბიურომ წერილობით უნდა გააფრთხილოს და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ანტიკორუფციული ბიურო მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და მას შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება. 5 1 . ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის მიერ ამ თავით ან/და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს. 5 2 . ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები: ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით; ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა. 5 3 . ამ მუხლის 5 2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. 5 4 . ყველა სუბიექტი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ თავით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. 5 5 . ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციული ბიურო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
