კამპანიის ხარჯები 1. საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს პარტიის ფონდიდან .
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
კამპანიის ხარჯები 1. საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს პარტიის ფონდიდან .
Closest in meaning — including in other laws
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით .
3.საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშის შესახებ , რომლიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია . აღნიშნული ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვისთვის პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო მონაცემებს .
4.საარჩევნო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი და შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრების ერთობლიობა , აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება ( ასახული საბაზრო ფასებით ), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა .
5.დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს , შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა , სხვა სახსრების გამოყენება .
6.საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,04 პროცენტს . აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები , რომლებიც დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს .
These lawyers work in the legal area related to this article.