1.საარჩევნო / სარეფერენდუმო პერიოდში , გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა , ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს , ასევე ცესკოს აპარატისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების , რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა . 1 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა შუალედური არჩევნების პერიოდში ეძლევათ მხოლოდ იმ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს , რომელშიც იმართება შუალედური არჩევნები .
