Article 6. ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი
1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
2. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი შესაბამისი პირისათვის გაცნობის მომენტიდან. ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
