1.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით.
2.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
3.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშისა, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
4.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის შეტანა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით.
5.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არსებითი ინფორმაციის არასწორად ან არასრულად შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
6.პირის მიერ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენის თაობაზე ანგარიშის ან/და შეტყობინების წარუდგენლობა, თუ მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალებოდა აღნიშნული ანგარიშის ან/და შეტყობინების წარდგენა, გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ან/და შეტყობინებაზე ამ პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
7.პირის მიერ სატენდერო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
8.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მმართველი ორგანოს დანიშვნის და/ან აქციონერთა საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით.
9.„ საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესი ს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N20/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით.






