კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Article 30. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის, კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა) ერთი ან რამდენიმე შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) კომერციულმა ბანკმა, კომერციული ბანკის ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია: ა.ა) ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ა.ბ) რომელიმე პირობა ან შეზღუდვა, რომელიც ერთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიას ან ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; ა.გ) ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; ა.დ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ე) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ვ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მო თხოვნები; ა.ვ 1 ) „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ა.ვ 2 ) „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; [ ა.ვ 3 ) „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] ა.ზ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რითაც შეაფერხა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის განხორციელება; ა.თ) „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ბ) კომერციული ბანკი არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ საბანკო პრაქტიკაში იყო ჩართული ან ჩართულია; გ) საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში (მათ შორის, რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში) რისკები გამოვლინდა.
