საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 31. საავტორო უფლების წარმოშობა და მისი მოქმედების ხანგრძლივობა
Consolidation №18 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
1. საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ამ მუხლით და ამავე კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.
