საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 30. მონაცემთა ბაზის თავისუფალი გამოყენება
Consolidation №18 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის მართლზომიერ მოსარგებლეს შეუძლია მონაცემთა ბაზის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობის გარეშე განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული მოქმედებები, როცა ეს აუცილებელია ბაზაში შეღწევისათვის და მისი ნორმალური გამოყენებისათვის. თუ მართლზომიერ მოსარგებლეს აქვს მონაცემთა ბაზის ნაწილის გამოყენების უფლება, აღნიშნული უფლება ვრცელდება მხოლოდ ამ ნაწილზე. თავი IV საავტორო უფლების მოქმედების ვადა
