1.დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები წარმოიშობა საქპატენტში რეგისტრაციის შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღიდან, ასევე ამ კანონის შესაბამისად, ჰააგის შეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელების გზით.
2.საქპატენტში რეგისტრირებულ დიზაინზე გაიცემა მოწმობა.
3.განმცხადებელი უფლებამოსილია საქპატენტში რეგისტრაციაში გაატაროს დიზაინი ერთი ან რამდენიმე 5-წლიანი პერიოდით, მაგრამ არა უმეტეს 25 წლისა საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.
