საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 66^3. გადახდები ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უცხო ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციებს უნაწილებს და უხდის ჰონორარს იმ ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა, რომელშიც ჰონორარი შეგროვდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მომხმარებლების ანგარიშგებასთან, უფლებების, უფლების მფლობელების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზი, საჭიროა, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უფლების მფლობელებთან დააზუსტოს ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის შესახებ ინფორმაცია ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომლის გამოც დადგენილი ვადის დაცვა ვერ ხერხდება. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
