საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 66^6. ტარიფების დადგენა
1. ამ კანონით განსაზღვრული უფლებების გამოყენებისას უფლების მფლობელმა უნდა მიიღოს მისი ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენების შესაბამისი ჰონორარი.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ჰონორარს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან შეთანხმებული ოდენობით აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე იმავე პუნქტითა და ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
