1.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ საჯარო ინფორმაცია სულ მცირე უნდა მოიცავდეს მონაცემებს კონცენტრაციის გადაჭარბების დონის შესახებ, მათ შორის, ზღვრულ მნიშვნელობას, განგაშის ზღვარს, შეტყობინების ზღვარს ან გრძელვადიან ამოცანებს რეგულირებად დამაბინძურებლებთან დაკავშირებით. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ საჯარო ინფორმაციას უნდა ახლდეს კონცენტრაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტთან შედარების მოკლე შეფასება და შესაბამისი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ.
3.ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის დიოქსიდის, აზოტის დიოქსიდის, მყარი ნაწილაკების (არანაკლებ PM10-ის), ნახშირბადის მონოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია უნდა განახლდეს სულ მცირე ყოველდღიურად, ხოლო თუ პრაქტიკულად შესაძლებელია – საათობრივად.
4.ატმოსფერულ ჰაერში ტყვიისა და ბენზოლის კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ბოლო 12 თვის გასაშუალოებული მნიშვნელობის სახით და 3 თვეში ერთხელ უნდა განახლდეს, ხოლო თუ პრაქტიკულად შესაძლებელია – ყოველთვიურად.
5.მოსახლეობისთვის დროულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის განმსაზღვრელი კონცენტრაციის, განგაშის ზღვრისა და შეტყობინების ზღვრის გადაჭარბების შესახებ. აღნიშნული ზღვრების გადაჭარბების შესახებ ინფორმაციას უნდა ახლდეს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) ინფორმაცია კონცენტრაციის დაფიქსირებული გადაჭარბების შესახებ: ა.ა) კონცენტრაციის გადაჭარბების ადგილი ან არეალი; ა.ბ) კონცენტრაციის გადაჭარბებული ზღვრის ტიპი (განგაშის ზღვარი ან შეტყობინების ზღვარი); ა.გ) კონცენტრაციის გადაჭარბების დაწყების დრო და ხანგრძლივობა; ა.დ) ყველაზე მაღალი 1-საათიანი კონცენტრაცია, ოზონის შემთხვევაში − აგრეთვე ყველაზე მაღალი 8-საათიანი კონცენტრაცია; ბ) ინფორმაცია მოსახლეობის ტიპის შესახებ, ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ და რეკომენდებული ქცევა: ბ.ა) ინფორმაცია მოსახლეობის იმ ჯგუფების შესახებ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან; ბ.ბ) სავარაუდო სიმპტომების აღწერა; ბ.გ) რეკომენდებული ზომები, რომლებიც უნდა მიიღონ მოსახლეობის შესაბამისმა ჯგუფებმა; [ გ) მომდევნო დღის პროგნოზი: გ.ა) მოსალოდნელი ინფორმაციული ზღვრის ან/და განგაშის ზღვრის გადაჭარბების გეოგრაფიული არეალის შესახებ; გ.ბ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილების (გაუმჯობესება, სტაბილიზაცია ან გაუარესება) და აღნიშნული ცვლილების მიზეზების შესახებ; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] დ) ინფორმაცია დაბინძურების ან/და ზემოქმედების შემცირების მიზნით განსახორციელებელი პრევენციული მოქმედებების შესახებ, ძირითადი წყაროს მითითება, რეკომენდაციები ემისიების შემცირების მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების პრაქტიკული დეტალები.
6.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. თავი XV. ატმოსფერული ჰაერის გლობალური და რეგიონალური მართვა
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
—
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი