1.ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.
2.ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის გამოქვეყნებითა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნით – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების კანონით დადგენილი წესით დამტკიცებით.
3.სააგენტო ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის ძირითადი მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია შესაბამისი გასაშუალოებული პერიოდისთვის ზღვრულად დასაშვები ნორმების, მიზნობრივი მნიშვნელობის, გრძელვადიანი მიზნის და განგაშის ზღვრის გადაჭარბების დონის შესახებ.
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აისახოს აგრეთვე სხვა მავნე ნივთიერებებთან დაკავშირებული ინფორმაცია. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5290 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1662 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.



