1.ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3.ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ვიბრაცია, ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტება – გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით: ა) ვიბრაციის დადგენილი ნორმის გადამეტება − 1 500 ლარის ოდენობით; ბ) ხმაურის დადგენილი ნორმის 1-დან 4 დბ-მდე გადამეტება − 1 500 ლარის ოდენობით; გ) ხმაურის დადგენილი ნორმის 4-დან 11 დბ-მდე გადამეტება − 2 500 ლარის ოდენობით; დ) ხმაურის დადგენილი ნორმის 11-დან 16 დბ-მდე გადამეტება − 3 500 ლარის ოდენობით; ე) ხმაურის დადგენილი ნორმის 16 ან 16-ზე მეტი დბ-ით გადამეტება − 5 000 ლარის ოდენობით; ვ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 0,1-დან 5 მკვტ/სმ 2 -მდე გადამეტება − 5 000 ლარის ოდენობით; ზ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 5-დან 10 მკვტ/სმ 2 -მდე გადამეტება − 10 000 ლარის ოდენობით; თ) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 10-დან 15 მკვტ/სმ 2 -მდე გადამეტება − 15 000 ლარის ოდენობით; ი) ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დადგენილი ნორმის 15 ან 15-ზე მეტი მკვტ/სმ 2 -ით გადამეტება − 20 000 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას იმავე ქმედების ჩადენისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
5.ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება – გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) დადგენილზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით; ბ) დადგენილზე 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის ოდენობით; გ) დადგენილზე 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის ოდენობით.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას იმავე ქმედების ჩადენისთვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ხმაურის დასაშვები ნორმები განსაზღვრულია „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით“. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №249 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.





