1.ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ითხოვს სამართლებრივ დახმარებას, ვალდებულია აანაზღაუროს სამართლებრივი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ხარჯები, თუ ისინი აღემატება 50 ლარს.
2.თუ სავარაუდოა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ოდენობაზე მეტი ხარჯები, ამის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს წინასწარ უნდა ეცნობოს.





