1.არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე , – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიების გამო) - საქართველოს საკონსტიტუციო საამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/1289 – ვებგვერდი, 19.07.2021წ.
2.არასრულწლოვნის გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში ჩაბმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3.(ამოღებულია - 17.05.2018, №2354) .
4.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1728 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 29.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/1289 – ვებგვერდი, 19.07.2021წ.




