საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
For information only — not legal advice.
სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე ან იმავე კანონით განსაზღვრული ფილიალის სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის ფიზიკური პირისთვის დანიშნული ჯარიმა არ უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46 2 მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5363 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი