საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 224. ბანდიტიზმი
Consolidation №290 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1. მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ჯგუფში (ბანდაში) ან მის მიერ მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006წ., მუხ.90
