საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 223^4. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება
1. პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების ან თავისთვის ან/და სხვისთვის მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მისაღებად ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, „ქურდული სამყაროს“ წევრმა/„კანონიერმა ქურდმა“ განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
