1.„ ქიმიური იარაღის შესახებ “ კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატის ან მისი პრეკურსორის უკანონო დამზადება , შეძენა , შენახვა , ფლობა , განკარგვა , გამოყენება , გადამუშავება , გამოცდა , გადაცემა , გადაზიდვა , ექსპორტი , იმპორტი , ვაჭრობა ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობა , აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება , მათ შორის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა , – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი ქიმიური იარაღის დამზადების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე. შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4027 – ვებგვერდი, 26.12.2018წ.



