საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Article 24. ქიმიური უსაფრთხოება
1. სამინისტრო ადგენს ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციას, ტოქსიკურობისა და საშიშროების კლასებისადმი ქიმიური ნივთიერების მიკუთვნების წესებს, შეფუთვისადმი, ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი მოთხოვნებს, ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცლის ფორმას და მასში შესატანი მონაცემების მოცულობას.
2. ქიმიური ნივთიერებების წარმოება, ბრუნვა, მიწოდება, რეალიზაცია, შენახვა, გამოყენება და უტილიზაცია ხორციელდება დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვით და სახელმწიფო ზედამხედველობის საგანია.
3. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხა, ამ ნივთიერებების ბრუნვასთან და მათდამი მოპყრობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4961 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. მუხლი 25. ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე სამუშაო ადგილზე ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში . საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2793-სსმI, №20, 19.04.2010წ., მუხ.108 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6165 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
