საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 260^3. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაცია
1. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო რეალიზაცია – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
