1.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.
2.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს.
3.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისათვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით .




