სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ან გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №910 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 306^1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება
Consolidation №296 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
