Article 35. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
1. საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინების, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
2. გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემამდე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა.
3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით . საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. [მუხლი 35 1 . ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობისთვის აუცილებელია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები და ამ ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3384 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
გარემოს დაცვის შესახებ
