1.„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და 5 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოური გრანტის გრანტის მიმღების მიერ იმავე კანონით განსაზღვრული გრანტის გამცემისგან შესაბამისი თანხმობის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან მისი გამოყენება, აგრეთვე იმავე კანონით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე სათანადო დოკუმენტში მითითებული მიზნისგან განსხვავებული მიზნით საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობის განსახორციელებლად გრანტის მიმღების მიერ ამ ნაწილით განსაზღვრული უცხოური გრანტის გამოყენება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
