საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 387. სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა
Consolidation №290 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
Topics:Justice & Military Crimes
1. სამხედრო მოსამსახურის მიერ სხვა სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ექვს თვემდე.
2. ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან ამ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
