1.თანამდებობიდან გათავისუფლება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას არაუმეტეს 4 თვის ვადით.
2.სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან თავისუფლდება შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისას და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); ბ) თანამდებობრივი გადაადგილებისას − შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე.
3.სამხედრო მოსამსახურეს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4.ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან გათავისუფლების ვადის ამოწურვამდე შეიძლება დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან თანამდებობიდან გათავისუფლების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე; გ) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება იმავდროულად არის გაფრთხილება მისი სამხედრო სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.
5.თანამდებობიდან გათავისუფლების დროს სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების შესრულება ან სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება არაუმეტეს თანამდებობიდან გათავისუფლების ვადით.

