1.აგრესიის აქტის დაგეგმვა ან მომზადება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
2.აგრესიის აქტის დაწყება ან წარმოება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა:
1.ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელსაც თავისი მდგომარეობის გამო აქვს სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტიანი კონტროლის ან ხელმძღვანელობის შესაძლებლობა.
2.ამ თავის მიზნებისთვის „აგრესიის აქტი“ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენებას სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან სხვაგვარად, რაც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას.
3.პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ისეთი აგრესიის აქტის დაგეგმვისთვის, მომზადებისთვის, დაწყებისთვის ან წარმოებისთვის, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმითა და მასშტაბით აშკარად არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2727 - ვებგვერდი, 06.11.2014წ.



