Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: ა) არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში; ბ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ; გ) შესაძლებლობის შემთხვევაში გასაუბრება ჩაუტაროს იმავე სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და ისარგებლოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით; დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ე) საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავის წარმოებისას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში დარჩეს მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება; ზ) მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება; თ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებით; ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება; მ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავის წარმოებისას გათავისუფლდეს სასამართლო ბაჟის გადახდისაგან; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; პ) იყოს ინფორმირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ; ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №484 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4138 - ვებგვერდი, 02.05.2024წ.
თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: ა) არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში; ბ) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ; გ) შესაძლებლობის შემთხვევაში გასაუბრება ჩაუტაროს იმავე სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და ისარგებლოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით; დ) თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; ე) საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავის წარმოებისას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში დარჩეს მიმღებ ცენტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება; ზ) მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი პენიტენციურ დაწესებულებაში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება; თ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი იყოს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობებით; ი) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით; კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა; ლ) ნებაყოფლობით გამოიხმოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება; მ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავის წარმოებისას გათავისუფლდეს სასამართლო ბაჟის გადახდისაგან; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით; პ) იყოს ინფორმირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ; ჟ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №484 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
The amendments this article has been through
Subparagraph 'v' of Article 56 was amended to clarify that asylum seekers can remain in reception centers during the consideration of their application, with exceptions for those held in other detention facilities.
amending act №6157570Removal of reference to subparagraph 'i' in article 56, indicating a likely deletion or re-numbering of that specific provision within the broader law.
amending act №5982892The change removes a specific sub-clause ('i') from Article 56, likely streamlining or consolidating provisions related to non-extradition/expulsion rights during asylum proceedings.
amending act №5118248Revised conditions under which asylum seekers can remain in reception centers, explicitly including detention facilities (penitentiary establishments, temporary isolation wards). Clarified issuance of temporary identification documents and exceptions.
amending act №4247983The amendment specifies that asylum seekers may not remain in a reception center if they are held in various types of detention facilities (penitentiary institutions, temporary isolation wards of the Ministry of Internal Affairs, migration department centers, or State Security Service isolation wards).
amending act №3594069These lawyers work in the legal area related to this article.