საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Always up-to-date legal framework
ამ კოდექსის 21 66 მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოქმედებას. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6759 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. თავი VII 18 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. მუხლი 21 68 . მოსამართლის ბრძანება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ ბრძანებას ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3758 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
These lawyers work in the legal area related to this article.