საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 35^4. მოსამართლის დადგენილება იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე
1. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020 – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა (2014–2020)“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გამოსცემს დადგენილებას იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო თავის შუამდგომლობაში უთითებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იურიდიული პირის, მისთვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობის და ამ იურიდიული პირის ქონების შესახებ მონაცემებს (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში).
