1.რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2.თუ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი რომელიმე პროდუქტის უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნები, ამ პროდუქტზე ვრცელდება ამ კოდექსის II და III თავებით დადგენილი მოთხოვნები.
3.რეგულირებულ სფეროში პროდუქტი, რომლის უსაფრთხოების მახასიათებლები არსებითად შეიცვლება, ჩაითვლება ახალ პროდუქტად და ის უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ამ კოდექსის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას ან/და ექსპლუატაციაში გაშვებისას, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 3 1 . ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია 1. ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პოლიტიკის პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე აყალიბებს მიდგომებს დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.
2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას სულ მცირე 4 წელიწადში ერთხელ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
