პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 2. კოდექსის ზოგადი პრინციპები
1. ეს კოდექსი ეფუძნება შემდეგ ზოგად პრინციპებს: ა) სახელმწიფოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნების მხოლოდ რეგულირებულ სფეროზე გავრცელებას. სხვა სფეროში მეწარმეს თავად აქვს უფლება, აირჩიოს და დააკმაყოფილოს უსაფრთხოების მოთხოვნები; ბ) მინიმალურად საჭირო რეგულირებით უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების უზრუნველყოფას; გ) მსგავსი მახასიათებლების მქონე პროდუქტებისათვის ბაზარზე განთავსებისას ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ მიდგომას; დ) სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების უპირატესობას; ე) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები ს მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად დაშვება ს ამ ავე კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში; ვ) აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების (შშ) საერთაშორისო და ევროპული სისტემების მიხედვით წარმართვას; ზ) ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარების ხელშეწყობას.
