1.ინსპექტირების ორგანო პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელია დაინტერესებული მხარეებისაგან.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
1.ინსპექტირების ორგანო პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელია დაინტერესებული მხარეებისაგან.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინსპექტირების ჩატარებისათვის, უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ობიექტის დაპროექტებაში, წარმოებაში, ექსპლუატაციაში, მიწოდებაში, მონტაჟსა და რემონტში და არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.
3.ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ურთიერთჩანაცვლებადი ობიექტების დაპროექტებაში, წარმოებაში, მონტაჟსა და მომსახურებაში. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.
4.ინსპექტირების ორგანო არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.
5.ინსპექტირების ორგანოს და ობიექტის მფლობელს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.