1.უფლებამოსილი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია: ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს / უვნებლობაზე განხორციელება ცხოველთა ჯანმრთელობისა და დაცვის უზრუნველსაყოფად; ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კოდექსის მოთხოვნები; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად; დ) თავიდან აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან მისი სამსახურის რეპუტაციას; ე) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს მიცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
