Article 8. კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი შეთანხმება
1. ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) შესაბამის ბაზარზე ჰორიზონტალური შეთანხმების მხარეთა ერთობლივი წილი 10 პროცენტს არ აღემატება; ბ) შესაბამის ბაზარზე ვერტიკალური შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 15 პროცენტს არ აღემატება; გ) შეთანხმება მოიცავს როგორც ჰორიზონტალური შეთანხმების, ისე ვერტიკალური შეთანხმების მახასიათებლებს, რის გამოც რთულია მისი ჰორიზონტალურ შეთანხმებად ან ვერტიკალურ შეთანხმებად კლასიფიკაცია, და შესაბამის ბაზარზე შეთანხმების თითოეული მხარის საბაზრო წილი 10 პროცენტს არ აღემატება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
