1.ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ან ნარკომოვაჭრისთვის ჩამორთმეული უფლებების მოპოვება დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ ან ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 1 1 . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს უფლებების ჩამორთმევის ვადა. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პირს აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 1 2 . საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45 1 ან 100 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის ჩამორთმეული უფლების/უფლებების მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. 1 3 . (ამოღებულია - 17.12.2025, №1344).
2.ამ კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა აღემატება უფლებების ჩამორთმევის ვადის ხანგრძლივობას, ჩამორთმეული უფლებები აღდგება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ ავე კანონის მე-3 მუხლის 4 1 პუნქტით და ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
3.უფლებების რეალიზება დაუშვებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გარეშე.
4.ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკომოვაჭრის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
5.(ამოღებულია - 17.03.2020, №5770). საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4257 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1472 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1785 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3116 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5397 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5770 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №927– ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1344 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.




