Article 6. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და მათი შემცველი პრეპარატების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები
1. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია .
2. I და II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების წამლის ფორმის (ტაბლეტი, კაფსულა, ამპულა და სხვა) ოდენობა განისაზღვრება გრამებში, სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, მისი შემავსებლების (შაქარი, წყალი, სახამებელი და სხვა) გარეშე, ხოლო პრეპარატის ან ნარევის შემთხვევაში – იმ ნივთიერების გარეშე, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს.
3. თუ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული პრეპარატი ან ნარევი შეიცავს ორ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, ოდენობა განისაზღვრება იმ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, რომლის უკანონო ბრუნვისათვის (დადგენილი ოდენობით) გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა.
