საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 41^5. საჩივრის წარდგენა
1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს კომისიას ამ კანონის 41 2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილ ვადაში.
2. საჩივარი კომისიას შეიძლება წარედგინოს წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით. საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და წარსადგენი სხვა დოკუმენტები/ინფორმაცია განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.
