ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ
Article 10^3. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი
1. თავდაცვის სფეროში შემავალ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე განხორციელებული იმ კიბერშეტევის მართვას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებსა და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ინციდენტების მართვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი.
