1.მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია: ა) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა; ბ ) ხე-ტყის დამზადება; გ ) ნადირობის ბ ი ლეთის გაცემა; დ ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა; ე ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება; ვ ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა; ზ ) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება: თ ) ტყეკაფის მონიშვნა; ი ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სხვა სახეებიც.
