ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს ან მასში მონაწილეობით გამოწვეული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომისუუნარო მშობლები და მეუღლე სარგებლობენ, აგრეთვე ამ პირების შვილები, რომლებიც მათი ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაიბადნენ, 18 წლის მიღწევამდე სარგებლობენ: ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436 საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.
