Article 18. თხევადი ჟანგბადის წარმოების , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები
Consolidation №3 Verified against the current consolidation · 14 Nov 2023
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება თხევადი ჟანგბადის წარმოება, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინარეობს ისეთი საწარმოო პროცესები, სადაც გამოიყენება ჰაერდამყოფი დახურული ციკლის დანადგარი, რომლის საშუალებით მიიღება ჰაერის დაყოფის პროდუქტები (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ჰელიუმ-ნეონის ნაერთი) ან მათი ნაერთები.
