Article 19. რეზერვუარში / ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინარეობს ისეთი ტექნოლოგიური პროცესი, რომლითაც ხორციელდება თხევადი ჟანგბადის გარდაქმნა აირად მდგომარეობაში და მისი ჩაჭირხვნა ბალონებში. მუხლი 20. სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი , ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: არის სამეწარმეო დანიშნულების სამაცივრო დანადგარი და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, სადაც ტექნოლოგიურ ციკლში გამოყენებული ამიაკის წონაა 100 კგ. და მეტი, ან როდესაც სისტემაში ამიაკის დასაჭირხნად გამოიყენება კომპრესორი.
